16 იანვარი 2026,   03:51
ვრცლად
"მოგზაურობის შეზღუდვა ოკუპირებულ რეგიონებს ეხება," - გერმანიის საგარეო უწყება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში შესწორება შეიტანა და დააზუსტა, რომ განცხადებაში მოგზაურობის შეზღუდვა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს ეხება.

განცხადება სახელწოდებით - "საქართველო: მოგზაურობა და უსაფრთხოება. გაფრთხილება საქართველოს რეგიონებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე," აღნიშნულია, რომ ტექსტში გათვალისწინებული შეზღუდვები ეყრდნობოდა საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოგზაურობისგან.

"საქართველოში ვითარება მშვიდია, თუ არ ჩავთვლით კონფლიქტურ რეგიონებს. აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი არ არის ოფიციალური თბილისის კონტროლის ქვეშ, იქ რუსი ჯარისკაცები არიან განლაგებული," - წერია განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები