15 იანვარი 2026,   00:04
ვრცლად
გაიოზ თალაკვაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გაიოზ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა. ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურშიც ადასტურებენ. 

როგორც უწყებაში აცხადებენ მინისტრის მოადგილემ განცხადება 9 ივლისს დაწერა და მას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.  

გაიოზ თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2015 წლის 2 მარტიდან მუშაობდა, მანამდე კი ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი იყო.

 

დღის ამბები