ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთისთვის ავტონომიის შეთავაზების შესახებ ცხინვალში "უტოპიას" უწოდებენ.
”ამ თემაზე არაფრის მომცემი ლაპარაკი ჩვენთვის საინტერესო არ არის,” - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიასთან საუბარში.
”სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების სურვილი ცხადყოფს, რომ თბილისი არ არის მზად მშვიდობიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის და მიანიშნებს რევანშისტულ გეგმაზე, რაც თავისთავად დასტურდება იმითაც, რომ საქართველო უკვე წლებია უარს ამბობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე,” - აცხადებს დავით სანაკოევი.
დე ფაქტო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი მოთხოვნებია ჩამოთვლილი.