13 იანვარი 2026,   16:25
ვრცლად
უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო. პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის რეზიდენციაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

ირაკლი ღარიბაშვილს რეზიდენციის ეზოში დახვდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ავიდნენ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის შეთავაზებული ჩარჩო-დოკუმენტი და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიების გზების დასახვაა.

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვა მაია ფანჯიკიძე, რომელიც შექმნილ ვითარებაზე საბჭოს წევრებს მისი უწყების შეფასებას გააცნობს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას, მუდმივმოქმედ წევრებთან ერთად, სპეციალური მიწვევით დეპუტატები და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან.

დღის ამბები