არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შს სამინისტროს ორად დაყოფა დამატებით პრობლემებს ქმნის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ შს სამინისტროს რეფორმირების პროცესი საერთშორისო სტანდარტებთან წინააღდეგობაში მოდის.
"ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით რომ ამ რეფორმის შედეგად 2 პრობლემატური უწყება შეიქმნებოდა. ეს რეფორმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის შესახებაც საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გარე კონტროლის მექანიზმები საერთოდ არ არსებობს,"- აცხადებს ეკა გიგაური.
ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში კი ფიქრობს, რომ ბიუჯეტიდან ახალი უწყებების დასაფინანსებლად უფრო მეტი თანხა დაიხარჯება.
"დიდი ალბათობით ეს რეფორმა გამოიწვევს იმას, რომ ბიუჯეტიდან დაიხარჯება უფრო მეტი ფული დუბლირებული სამსახურების დასაფინანსებლად . ე.წ. ოდეერებისა და მოსმენების თემები პრობლემატურად და ღიად კვლავ რჩება," - აცხადებს გიორგი ტუღუში.