14 იანვარი 2026,   10:07
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო "სილქნეტთან" განხორციელებული შესყიდვის დოკუმენტზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვს

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პროკურატურას პასუხობს. სამინისტრო განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს კანონმდებლობის სრული დაცვით ახორციელებს.

„საიდუმლო შესყიდვების შემთხვევებშიც კი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს კანონით აქვს უფლება, მხოლოდ ერთ კომპანიასთან აწარმოოს მოლაპარაკება, ხდება ფასთა გამოკითხვა. ასე მოხდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დროს, როდესაც სახელმწიფო საიდუმლო დაშვების მქონე ყველა კომპანიას დაეგზავნა განაცხადი, რათა წარმოედგინათ საკუთარი შემოთავაზება. ამ კონკრეტულ შესყიდვას გრიფი საიდუმლო ადევს. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ, მოეხსნას გრიფი აღნიშნულ შესყიდვას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს,” - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. 

დღის ამბები