თბილისის მერი, დავით ნარმანია, მოსკოვის მერს, სერგეი სობიანინს, თბილისში ეპატიჟება.
ნარმანიას ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ინგლისურ ენაზე არის დაწერილი და ნარმანიას ხელმოწერა აქვს, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.
წერილით ნარმანია თავის მოსკოველ კოლეგას თბილისში, ოლიმპიადაზე დასასწრებად ეპატიჟება.
ინფორმაციას ჯერ-ჯერობით თბილისის მერიაში არ ადასტურებენ.