13 იანვარი 2026,   09:09
ვრცლად
რესპუბლიკელების გზავნილი

რესპუბლიკელები ”ქართული ოცნების” ევროპული სტილის კოალიციად გარდაქმნასა და პოლიტიკურ გაერთიანებაში მეტი დემოკრატიზაციის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. ისინი დამოუკიდებელი პოზიციის გამოხატვის უფლებას ითხოვენ.

პარტიაში ამბობენ, რომ 2-წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყანაში ახალი რეალობა დადგა და გამოწვევებიც შეიცვალა. რესპუბლიკელები კოალიციის სხვა წევრებს ახსენებენ, რომ პერსონალური ფაქტორები დემოკრატიის განვითრებას ხელს უშლის.

რესპუბლიკელების მოწოდება დღეს პარტიის თავმჯდომარემ გაასაჯაროვა. ხათუნა სამნიძე კოალიციის შიგნით ფუნქციების თანაბრად გადანაწილების აუცილებლობაზე მიუთითებს.

რატომ გახდა საჭირო პარტნიორებთან ღია წერილით საუბარი, ამას რესპუბლიკელები საზოგადოების ინტერესით ხსნიან. კოალიციის დატოვება კი, ვახტანგ ხმალაძის თქმით, მოვლენათა განვითარებაზეა დამოკიდებული.

დღის ამბები