07 იანვარი 2026,   03:55
ვრცლად
თბილისის მერიამ მოსკოვის მერთან მოსაწვევის შედგენა დაადასტურა

თბილისის მერიამ მოსკოვის მერთან მოსაწვევის შედგენა დაადასტურა. თუმცა, მოსაწვევი სერგეი სობიანინს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გაუგზავნა.

დავით ნარმანიას უწყებაში განმარტებები ოფიციალური განცხადებით გააკეთეს, სადაც აღნიშნულია, რომ ტექნიკური მხარე მოსაწვევების შედგენისა ქალაქის მერიას ეკისრება, ხოლო მისი გაგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.

"ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ფარგლებში დედაქალაქის მერიაში ყველა მონაწილე ქვეყნის სახელზე მომზადდა მოსაწვევები. ეს იყო ოლიმპიური ღონისძიებების ორგანიზების პროცედურით გათვალისწინებული ტექნიკური მხარე. მოსაწვევები გადაიგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაგზავნის პროცედურას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მონაწილე ქვეყნებში მოსაწვევები უკვე გაგზავნილია. მოსკოვში ოლიმპიურ ფესტივალზე დასწრების მოსაწვევი არ გაგზავნილა," - წერია განცხადებაში.

 
დღის ამბები