13 იანვარი 2026,   22:42
ვრცლად
გლდანის ციხეში მსჯავრდებულს სასტიკად სცემეს

მარიხუანის მოხმარებისთვის დაკავებული მალხაზ ტოტოლაშვილს გლდანის ციხეში სასტიკად სცემეს. ცემის შემდეგ კი ის დაინვალიდდა. ინფორმაციას ამის შესახებ მსჯავრდებულის ოჯახის წევრები და ადვოკატი ავრცელებენ.

„რუსთავი 2-თან" საუბრისას ტოტალაშვილის ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე აცხადებს, რომ პატიმარს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გლდანის ციხის უფროსის მოადგილემ და რეჟიმის უფროსმა თანმხლებ 7 პირთან ერთად მიაყენეს.

 „სასტიკად სცემეს, ისე სასტიკად, რომ დაინვალიდდა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო თავისა და სახის არეში,“ - აცხადბს ვახტანგ თალაკვაძე.

ნაცემი თალაკვაძე გლდანის მერვე საპყრობილიდან ჯერ რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში, ხოლო შემდეგ ბათუმში გადაიყვანეს. ტოტოლაშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულის გადამალვას ცდილობს და კითხვებზე პასუხის გაცემას ერიდება.

ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა პატიმარმა მალხაზ ტოტალაშვილმა გააპროტესტა. მსჯავრდებული ადვოკატს დახმარებას სთხოვს.

ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძის განცხადებით, „მსჯავრდებული ფიქრობს, რომ მას მოკლავენ“.

გუშინწინ კი ტოტალაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. მსჯავრდებულმა თერმომეტრი გადაყლაპა, მისთვის ოპერაცია ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ. ადვოკატი შიშობს, რომ ტოტალაშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება და სუიციდის მცდელობასაც ამას უკავშირებს. 

მსჯავრდებული სამკურნალოდ ჯერ ბათუმის, მერე კი თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.  მალხაზ ტოტოლაშვილი ამჟამად კვლავ ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი და მისთვის ოპერაცია კვლავ არ გაუკეთებიათ.

„ტოტალაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა კიდურების აღსადგენად, ასევე სასწრაფო ოპერაცია, რათა მუცლის ღრუდან დროულად იქნეს ამოღებული თერმომეტრი, რატომღაც სასჯელაღსრულების სამინისტრო პროცესს აჭიანურებს," - აცხადებს ვახტანგ თალაკვაძე. 

დღის ამბები