კლუბ "ვიტამინის" მენეჯერი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ლიკა კიკიანი პროკურატურაში ხვალ ადვოკატთან ერთად მივა, სადაც მას უფლებებს განუმარტავენ.
კიკიანს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მათ შორის პოლიციელთა დაკითხივს ოქმებს.
როგორც დაცვის მხარე აცხადებს, მათი ინფორმაციით, ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა წაშლილი არ არის. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს და ამ ეტაზე ექსპერტიზა უტარდება, რომლის პასუხსაც ელოდებიან.