15 იანვარი 2026,   06:21
ვრცლად
მთავრობასა და პარლამენტში უშიშროების საბჭოს სხდომას აფასებენ

საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრები უშიშროების საბჭოს სხდომას აფასებენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის კოორდინირებული მუშაობა რუსეთთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე აუცილებელია.

იუსტიციის მინისტრის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები აფხაზეთის საკითხის გარშემო გაერთიანდნენ და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევაზე ქვეყნის პირველი პირები ერთად იმუშავებენ. თეა წულუკიანის თქმით, თუკი ქვეყანაში რუსული საფრთხე კიდევ უფრო გაძლიერდება, ვიდრე ეს დღეს არის, ქვეყნის თითოეული მოქალაქე გაერთიანდება ერთი მიზნის გარშემო, რომ დაიცვან საქართველოს ინტერესები.

„ნაციონალურ მოძრაობა“ კი მოუწოდებს ხელისუფლებას, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე უფრო აქტიურად იმუშაოს.

გიგა ბოკერიას განცხადებით, განხილვის თემა იყო ის, რომ პრემიერმა და პრეზიდენტმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და შეხვედრა შედგა და არა ის, თუ რა გზით უნდა წავიდეს საქართველო, რა ხერხებით უნდა უპასუხოს იმ სერიოზულ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას უსაფრთხოების სფეროში და ბევრ სხვა საშინაო საკითხში.

ამავე თემაზე
დღის ამბები