16 იანვარი 2026,   00:08
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ისინი უკანონდ დააკავეს და გამოძიებას ამის საფუძველი არ ჰქონდა.

ერთ-ერთი დაკავებულის - ნუკრი კაიშაურის ადვოკატის თქმით, კაიშაურისთვის დაკავების საფუძვლები უცნობია და ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაკავება კონკრეტული ძალების მოქმედების შედეგია, რაზეც დეტალურად ბრალის წაყენების შემდეგ ილაპარაკებს.  

პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავება.

საქმე 2013 წელს ჩატარებულ ტენდერს ეხება, სადაც, გამოძიების ინფორმაციით, სამინისტრომ უპირატესობა კომპანია “სილქნეტს” მიანიჭა. შესყიდვების საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, რომლის მოხსნასაც ითხოვს თავდაცვის სამინისტრო, ასევე დაცვის მხარეც. მათ საქმის მასალები ჯერ არ გადასცემიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები