16 იანვარი 2026,   04:29
ვრცლად
პარლამენტი დღეს იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებაზე იმსჯელებს

პლენარულ სხდომაზე დღეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ასევე იმსჯელებენ იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებაზე.

ცვლილებების მიხედვით, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი 23 წლამდე მოქალაქეზე არ გაიცემა. ხოლო სპორტული, გაზის და სანადირო იარაღის შემთხვევაში, ნებართვის გაცემის ასაკი 21 წლით განისაზღვრება.

დღესვე სხდომაზე ფიცს დადებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს ის ორი მოსამართლე, რომლებიც კანონმდებლებმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს. სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები