04 იანვარი 2026,   18:37
ვრცლად
ჩოხატაურში ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა

ჩოხატაურში დღეს ცამეტი ივნისს, სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ფართი მოხალისეების ძალისხმევით გარემონტდა და კომპიუტერებითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკისთვის წიგნები შეიძინეს. ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს, ასევე, გამომცემლობებმა და კერძო პირებმა.

გახნის ცერემონიაზე ჩოხატაურში ხელისუფლების წარმომადგნებთან ერთად ჩავიდა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც.

"ეს შრომა ჩემთვის შეუფასებელია. ნებისმიერ დამსახურებას შემიძლია შევადარო. დღედაღამე ბავშვები შრომობენ, ვიცი ამ ბავშვებმა რაც გააკეთეს. ეს ჩემთვის ძვირფასია,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ახალ ბიბლიოთეკაზე ისაუბრა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც. 

"იმედია ეს ბიბლიოთეკა განათლების და განვითარების კერა რომლის ბენეფიციარიც ბევრი ახალგაზრდა იქნება. ივლიტას სახელის უკვდავსაყოფად,"- აღნიშნა სანიკიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები