ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პოლიტიკური ნიშნით გადააყენეს.
სწორედ პოლიტიკური ნიშანი დაასახელა დღეს საკრებულოს სხდომაზე რესპუბლიკელმა ლაშა მესხმა თანამდებობიდან თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლის, გიორგი ცხადიაშვილის, გადასაყენებლად.
რესპუბლიკელების ინიციატივას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა. წინააღმდეგი კი 9 წევრი წავიდა.
გიორგი ცხადიაშვილს ადგილს რესპუბლიკელი ირინა გელაშვილი დაიკავებს, რომელიც საკრებულოში ქართული ოცნების სიით არის გასული. ის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ნათესავია.