03 იანვარი 2026,   19:32
ვრცლად
თავისუფალი დემოკრატები პრეზიდენტისთვის მთავარი პროკურორის წარდგენის ინიციატივის მინიჭებას ითხოვენ

თავისუფალი დემოკრატები პრეზიდენტისთვის მთავარი პროკურორის წარდგენის ინიციატივის მინიჭებას ითხოვენ და ამაში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

თავისუფალი დემოკრატები პროკურატურის რეფორმის ხარვეზებზე საუბრობენ და თეა წულუკიანს წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების პროგრამაში არსებული მოდელის განხორციელებას სთავაზობენ.

„არავითარი დეპოლიტიზება არ ხდება და პროკურატურა ისევ იქნება იარაღი მმართველი პოლიტიკური პარტიის ხელში. ველოდებით ნაციონალური მოძრაობის შეხმიანებასაც. თუ ისინი მზად იქნებიან, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს მიერ შეთავაზებულ პროექტს, მაშინ ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული, რომ მიიღონ ნორმალური რეფორმა,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტისთვის მთავარი პროკურორის წარდგენის ინიციატივის  მინიჭებას მხარს დაუჭერს.

პარტიის პოზიცია ლევან ბეჟაშვილმა დააფიქსირა და თქვა, რომ დღევანდელი პროკურატურა დანაშაულთან ბრძოლის ნაცვლად ახორციელებს „ღარიბაშვილი-ივანიშვილის ნებისმიერ პოლიტიკურ ხუშტურს“.

"ამიტომ ამ პირობებში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უფრო მეტად ანგარიშვალდებულს გახდის პროკურატურას პარლამენტისა და საზოგადოების მიმართ, მხარდასაჭერია ჩვენი მხრიდან. ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის მერ წარდგინება და პარლამენტის მიერ დამტკიცება ამ ორგანოს უფრო გამჭირვალეს გახდის,“ - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

 
დღის ამბები