უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ გომელაურს ხვალ პარლამენტში ელოდებიან. დეპურატები რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურის ხედვებს მოისმენენ.
გომელაური ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრმა გუშინ წარადგინა. ახლა კი პარლამენტზეა დამოკიდებული, დაამტკიცებს თუ არა აღნიშნულ კანდიდატურას.
წინასწარ არის ცნობილი, რომ მმართველი გუნდი ვახტანგ გომელაურს მხარს დაუჭერს.
ამის შესახებ განცხადებები ჟურნალისტებთან კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
კენჭისყრის პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში მომდევნო კვირასაა დაგეგმილი.