17 მაისი 2025,   05:34
ვრცლად
ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს, უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება - ბორის ჯონსონი 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტთან უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული მოქმედების გამო შეშფოთება დააფიქსირა. ბორის ჯონსონი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

"ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს, რომ გამომეხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული მოქმედების გამო. უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. დიალოგი და დიპლომატია წინსვლის ერთადერთი გზაა," - წერს ბორის ჯონსონი "ტვიტერზე".

ლიდერების საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლიც ავრცელებს.

"მათ დეტალურად ისაუბრეს უკრაინის შიდა კრიზისსა და რუსეთის ფედერაციისთვის უსაფრთხოების გრძელვადიანი, იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიწოდებასთან დაკავშირებით...

რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა თავისი პრინციპული მიდგომები ამ საკითხებთან დაკავშირებით,"- აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.

ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, საუბრის დროს ასევე აღინიშნა, რომ NATO არ არის მზად ადეკვატურად უპასუხოს რუსეთის "საფუძვლიან შეშფოთებას".

"NATO არ არის მზად, უპასუხოს რუსეთის საფუძვლიან შეშფოთებებს, რადგან ის საბაბად იყენებს ალიანსის ე.წ "ღია კარის" პოლიტიკას, რომელიც არღვევს უსაფრთხოების განუყოფლობის ფუნდამენტურ პრინციპს,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები