განათლების მინისტრი გამომცემლობა „დიოგენეს“ შესაძლო დახურვის ფაქტს გამოეხმაურა. თამარ სანიკიძის განცხადებით, გამომცემლობის გაკოტრებასთან უწყებას არავითარი კავშირი არ აქვს.
„ნამდვილად არ იქნება სწორი, რომ რომელიმე გამომცემლობამ ხელი გამოიშვიროს სამინისტროსკენ და თქვას, რომ ჩვენ ვართ მიზეზი, რომ მათ უწევთ გამომცემლობებისა თუ მაღაზიების დაკეტვა,“ - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
"დიოგენეში" დახურვას სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირებენ.