



ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს რუსეთის დუმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.რუსეთის პრეზიდენტისთვის
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით,დუმის მიერ მიღებული დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება.
ვიაჩესლავ ვოლოდინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ, პარლამენტარების აზრით, "აღიარება შექმნის საფუძველს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და რესპუბლიკების მაცხოვრებლების გარე საფრთხეებისგან დასაცავად".
ცნობისთვის, რუსეთის "კომუნისტური" პარტიის დეპუტატებმა ვლადიმერ პუტინისთვის მიმართვის პროექტი - უკრაინის დონბასის ე.წ. რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ19 იანვარს წარადგინეს.