პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე და მასთან ერთად დაკავებული ზურაბ ჯიბუხაია შეიწყალა. გიორგი მარგველაშვილის განკარგულება უკვე გადაგზავნილია იმ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც აღნიშნული პირები სასჯელს იხდიდნენ.
დაკავებული ბობოხიძე და ჯიბუხაია ციხეს დღეს დატოვებენ.
დაკავებულებს ბრალად სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ედებოდათ და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნაციონალურ მოძრაობაში გაოეხმაურნენ. ოპოზიცია გიორგი მარველაშვილის გადაწყვეტილებას ლოგიკურს და სწორს უწოდებს.