"თავდაცვის მინისტრი არც ერთ შემთხვევაში არ გადადგება," - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, ირაკლი ალასანია არ უნდა გადადგეს, რადგან იგი წარმატებული მინისტრია.
"ირაკლი ალასანია არც ერთ შემთხვევაში არ გადადგება. იგი არ უნდა გადადგეს, რადგან ძალიან წარმატებული მინისტრია. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა გუშინ სწორედ თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მისცა ძალიან მაღალი შეფასება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი," - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ალასანიას შესაძლო გადადგომის საკითხი მას შემდეგ გაჟღერდა, რაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის დააკავეს.