14 იანვარი 2026,   06:48
ვრცლად
მაია ფანჯიკიძე ევროკომისიის ანგარიშს ეხმაურება

ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დადებით შეფასებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ვიზების ლიბერალიზაციისთვის სამოქმედო გეგმის პირველი - საკანონმდებლო  ეტაპი ქვეყანამ წარმატებით გაიარა და ახლა იწყება უშუალოდ სამოქმედო გეგმის აღსრულების ფაზა.

„ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპი - ეს არის საკანონმდებლო ეტაპი. ეს მოხერხდა მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად. ჩვენ მზად ვართ გადავიდეთ მეორე ეტაპზე. ეს დაადასტურა ევროკომისიამ და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ გაწეულ მუშაობას. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ვიზების ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების მხრივ და ის, რაც მიიყვანს საქართველოს უვიზო რეჟიმამდე ევროკავშირთან,“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მეორე ანგარიში გუშინ მიიღო. მასში ნათქვამია, რომ საქართველომ სავიზო დიალოგის მოთხოვნების პირველი ფაზა დააკმაყოფილა და უკვე შესაძლებელია დაიწყოს მეორე ფაზა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები