ევროპის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალი პრემიერმა ღარიბაშვილმა გახსნილად გამოაცხადა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშა მიხეილ მესხის სტადიონზე ქართველმა ვეტერანმა სპორტსმენებმა და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა შემოიტანეს.
მედროშეები იყვნენ: მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი, მძლეოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი, ფრენბურთელი ვაჟა კაჭარავა, მოჭიდავეები ვახტანგ ბლაგიძე და რომან რურუა.