14 ოქტომბერს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ლონდონის „ჩეთემ ჰაუსში“ მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო უწყება ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩირიკბამ თავის გამოსვლაში აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივებზე და ჟენევის მოლაპარაკებებში პროგრესზე ილაპარაკა.
ამავე განცხადებაში ჩამოთვლილია, თუ ვინ ესწრებოდა შეხვედრას, საიდანაც ირკვევა, რომ პოლიტიკოსების, მეცნიერების, დიპლომატებისა და არასამთავრობოების გვერდით დე ფაქტო მინისტრის გამოსვლას საქართველოს საელჩოს წარმომადგენელიც ისმენდა.
"რუსთავი 2" ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს ელოდება.