126-ე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 4 სართულიან შენობაში გარემონტდა 30-მდე საკლასო ოთახი. დარჩენილ ერთი სართულზე სარემონტო სამუშაოები სასწავლო წლის დასრულებისთანავე დაიწყება. რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დღეს განათლების მინისტრმა დაათვალიერა.