16 იანვარი 2026,   10:36
ვრცლად
ნიკა მელია ირწმუნება, რომ თვითმმართველობებში ნასამართლევი პირები მუშაობენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია თბილისის მერიის რამდენიმე მაღალჩინოსნის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

მერობის ყოფილმა კანდიდატმა იმ მაღალჩინოსნების ვინაობა დაასახელა, რომლებიც წარსულში ფინანსური დარღვევების გამო არიან ნასამართლევი და ამჟამად თბილისის მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.  

მათი ნასამართლეობის დამადასტურებელი საბუთები მელიამ დღეს თბილისის მერიაში მიიტანა და განცხადებაც გააკეთა.

„ეს ხალხი დღეს მერიის მაღალჩინოსნები გახლავან, რომლებსაც პასუხისმგებლობა აქვთ საბიუჯეტო თანხების განკარგვაზე. ან ამ ბატონებმა საზოგადოებას უნდა დაუმტკიცონ, რომ ეს მათი ბნელი წარსული არ არის, ან დატოვონ თანამდებობები. ყველა ბედნიერებასთან ერთად, ეს გახლავთ ის ხალხი, ვინც ახორციელებს ზეწოლას სხვა თანამშრომლებზე, რომ მათ დატოვონ თავიანთი თანამდებობები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები