„რესპუბლიკური პარტია კოალიციას ბოლო დატოვებს, ანუ თუ კოალიციის პარტნიორები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ პოლიტიკურმა ერთობამ ამოწურა თავი, მაშინ ჩვენ ვიქნებით ბოლო,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტიის მიერ კოალიცის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„კოალიცია შეიქმნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად და იგი არის ინსტრუმენტი ქვეყნის უკეთ მართვისთვის. კოლეგებს ვთავაზობ, კარგად გავიაზროთ, რა ამოცანები აქვს დარჩენილი კოალიციას ორი წლის ვადაში, ვგულისხმობ საპარლამენტო ვადის ორწლიან ვადას, თორემ ჩვენი გეგმები იმის იქითაც მიდის. ჩვენი აზრით, მას შემდეგ, რაც დასრულდა საარჩევნო ციკლი, ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და უელსის სამიტისგან გვაქვს ნატოს შეთავაზების პაკეტი უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ამ მოცემულობებში ჩვენ უფრო მეტი გვმართებს, მეტად შესვლა საზოგადოების მესაჭის როლში და ნელ-ნელა თავი უნდა დავაღწიოთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" პაექრობას,"- განაცხადა უსუფაშვილმა.