უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უშიშროებისა საბჭოსთან დაკავშირებით პარლამენტი უშუალოდ პრეზიდენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს უყრის კენჭს, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, "უშიშროების საბჭო ხდება ის სახელმწიფო ორგანო, სადაც პრეზიდენტი მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე მსჯელობს".
ამის შესახებ განცხადება ირინა იმერლიშვილმა განცხადება დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ საბჭოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პირველადი კანონპროექტის ავტორი ის თავად იყო, თუმცა ამჯერად პარლამენტი უშუალოდ პრეზიდენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს უყრის კენჭს.
„უშიშროების საბჭოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი გახლავართ მე, ბატონ ხმალაძესთან და სესიაშვილთან ერთად. ამასობაში გავიდა ერთი წელი და საქართველოს პრეზიდენტმა წარმოადგინა თავისი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს უშიშროების საბჭო და როგორ წარმოუდგენია მისი მუშაობა. პარლამენტარების მიერ გათვალისწინებული იქნა ეს ხედვა და სწორედ უშიშროების საბჭო ხდება ორგანო, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან, პარლამენტთან წარმომადგენლებთან ერთად თათბირობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მისაღებად,“ - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
კანონპროექტს პარლამენტში დღეს მესამე მოსმენით მიიღებენ.