15 იანვარი 2026,   23:27
ვრცლად
მსაჯთა კომიტეტის გადაწყვეტილებით 8 მსაჯი დისკვალიფიცირებულია

დაკავებული 8 მსაჯი სამუდამოდ დისკვალიფიცირებულია - ასეთი გადაწყვეტილება დღეს 25 სექტემბერს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტმა მიიღო.

მსაჯთა კომიტეტის გადაწყვეტილებით ფიფასა და უეფაში საგანგებო წერილი გაიგზავნა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ერთ-ერთ დაკავებულ არბიტრს, რომელიც საერთაშორისო კატეგორიისაა, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება უნდა შეუჩერონ.

8 ქართველი მსაჯი უკანონო გარიგებების ბრალდებით გუშინ დააკავეს. ბრალის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში რვავე მსაჯს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები