თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო.
მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა - დაკავებული პირები გირაოს სახით გაეთავისუფლებინა.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები რამდენიმე დღის წინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ 102 ათას 872 ლარის გაფლანგვა.