



რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მოლდოვის მოქალაქეების ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებენ. როიტერის ინფორმაციით, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის არმია მოლდოველების გადაბირებას ცდილობს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ასეთი ქმედებები მშვიდობას არ ემსახურება, სახიფათოა და უნდა შეჩერდეს.