პარლამენტმა უშიშროების საბჭოს შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ დღეს პროექტის კორექტირებული ვარიანტი მიიღო.
მიღებული კანონით ყველა მხარე კმაყოფილია. კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატა ირინა იმერლიშვილმაც.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ფიქრობს, რომ კანონში პრეზიდენტის შენიშვნები გათვალისწინებულია.
კანონის მიღებამდე საკანონმდებლო ორგანოში დისკურსია გაიმართა. დეპუტატები ცდილობდნენ გაერკვიათ და შეეჯერებინათ პოზიციები საკითხზე, იკვეცებოდა თუ არა, ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის ფუნქციები.