საქართველო ხვალ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი.
ქართული დელეგაციის შემადგენლობა 1+4 ფორმატით განისაზღვრა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გარდა დელეგაციაში ოთხი მინისტრი იქნება - საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ადგილობრივი დროით 09.00, ხოლო თბილისის დროით 11:00 საათზე შედგება.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება 2013 წლის 29 ნოემბერს, ქალაქ ვილნიუსში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე განხორციელდა.