საქართველოს პრეზიდენტი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგს "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. სავარაუდოდ, პრეზიდენტის განცხადება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს შეეხება. საქართველოს პრეზიდენტს დღის ბოლომდე აქვს ვადა - პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ კანონს ხელი მოაწეროს, ან ვეტო დაადოს.