საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების განსახილველად ჟენევის ფორმატი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული - ამბობს საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.
ნიკოლას ბერლინელის თქმით, ფორმალური ბარიერები არ უნდა არსებობდეს.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვცნობთ ხელოვნურ საზღვრებს, რომელიც ხელს უშლის დიალოგს. ეს საზღვრები არასდროს იქნება აღიარებული. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს პრობლემის მშვიდობიანად დარეგულირებისკენ," - განაცხადა ნიკოლას ბერლინელიმ.