პირველ სამუშაო დღეს სასჯელაღსრულების მინსიტრი სახალხო დამცველის აპარატს ესტუმრა. კახა კახიშვილსა და უჩა ნანუაშვილს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს სახალხო დამცველმა იმ პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მისი ინფორმაციით პენიტენციალურ სისტემაში არსებობს.
საუბარი შეეხო პატიმრების საცხოვრებელ პირობებს, სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობას, ხანგძლივ პაემნებსა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
უჩა ნანუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სამინისტრო მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
"მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი რეკომენდაციები გაზიარებული იქნება და მათი დიდი ნაწილი შესრულდება. არასათანადო მოპყრობაზე. ამ კვირაში იგეგმება სასჯელაღსრულების მინისტრის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან,"- აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
თავად ახალი მინისტრი კი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების ერთი ნაწილი მალევე შესრულდება,მეორე ნაწილი კი სამომავლოდ იქნება გათვალისწინებული.
"ვისაუბრეთ ყველა პრობლემაზე და შენიშვნაზე რაც სახალხო დამცველს აქვს. ვისაუბრეთ იმაზე რაც ახლა შეგვიძლია შევცვალოთ და გამოვასწოროთ და იმაზე რაც მომავალში გაკეთდება,"- აცხადებს კახა კახიშვილი.
არსებული ინფორმაციით უახლოეს პერიოდში გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.