თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოში შვეიცარიის დიპლომატიური წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს და იემდოვნებს, რომ გამოძიება უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.
„შვეიცარიას აქვს სრული ნდობა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საქმიანობის მიმართ და დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მზადაა კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რომელიც უკავშირდება საჯარო ფინანსების სავარაუდო გაფლანგვას,” - ნათქვამია განცხადებაში.
შვეიცარიის დიპლომატიური წარმომადგენლობა განცხადებაში ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყონ ადამიანის
უფლებათა დაცვას, დემოკრატიულ და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყანაში მშვიდობასა და მის უსაფრთხოებას.