22 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამი შვილის დედამ თავი სახლის მეორე სართულზე ჩამოიხრჩო. ტრაგიკული ფაქტი აჭარაში, სოფელ სალიბაურში მოხდა.
შარაშენიძეების ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის შესაძლო მიზეზებზე ლაპარაკი უჭირთ. ისინი აცხადებენ, რომ ოჯახში კონფლიქტი არ ყოფილა. საპირისპიროს აცხადებენ გოგონას ოჯახის წევრები. მათი მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ძალადობის მსხვერპლია და კონფლიქტი ოჯახში 5 წელია გრძელდება. გარდაცვლილის დედის მტკიცებით, მისი შვილი ქმრის ოჯახში უხეში მოპყრობითა და ძალადობით თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს სამართალდამცველები და ოჯახის წევრები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.