14 იანვარი 2026,   17:42
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ვენჩაი ჟანგს მადლობა გადაუხადა თბილისში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ორგანიზებისათვის, სადაც ასამდე მაღალი რანგის უცხოელმა სტუმარმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო.

პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა - გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა და იყოს რეგიონული ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის. 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო კიდევ უფრო ღია და მიმზიდველი ხდება ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის.

საუბარი ასევე შეეხო აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას გზების, მუნიციპალური, ურბანული, წყლისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები