„პრეზიდენტმა იზრუნა და იფიქრა ხალხზე და ეს ვეტო ნიშნავს სწორედ ამას,“ - ასე აფასებს კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრი, ლაშა ტუღუში გიორგი მარგველაშვილის მიერ ვეტოს გამოყენებას.
ტუღუშის თქმით, წელს შესაძლებელი იქნება, საბოლოოდ ითქვას, დავრჩებით საბჭოთა კავშირში თუ არა. იგი აღნიშნავს, რომ ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც.
ვახუშტი მენაბდე კი განმარტავს, რომ მარგველაშვილის მიერ ვეტოს გამოყენებით უსაფრთხოების საკითხს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგება.
მისი თქმით, შსს-ს, მიუხედავად დიდი რიტორიკისა, საქმეში დიდი ენთუზიაზმი არ გამოუხატავთ, რომ ამ საკითხზე ემუშავათ. მენაბდე იმასაც იხსენებს, რომ სამინისტროს წარმომადგენლები პრეზიდენტის მხრიდან არაერთი თხოვნის მიუხედავად მას არც კი შეხვდნენ საკითხის განსახილველად.