პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს იზიარებს და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას არ აპირებს.
გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის დროს დაადასტურებს.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი 1 დეკემბრისთვის მომზადდება. თუმცა მასში ბევრი უზუსტობა და დეტალი იქნება გასასწორებელი.
საპარლამენტო უმცირესობა კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეთანხმება და კოლეგებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებენ.
მმართველი კოალიციის განცხადებას, რომ ერთთვიანი ვადა არ არის საკმარისი კანონის დასამუშავებლად, არ იზიარებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ვადა, რომელიც პრეზიდენტმა დანიშნა, სრულიად საკმარისია.