პროკურატურაში ირაკლი ალასანიას მოადგილის დაბარების ფაქტს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი სერგო რატიანი პოლიტიკური დევნის ნაწილად მიიჩნევს.
ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება შეგნებულად ცდილობს მოქმედი თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციას.
„მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც თავდაცვის მინისტრს პოლიტიკურად დევნიან,“ - განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.