პარლამენტის წევრი, მმართველი კოალიციის წარმომადგენელი დავით საგანელიძე ფიქრობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
დავით საგანელიძის განცხადებით, ის მიესალმება, როგორც მინისტრის, ასევე მისი მოადგილის დაკითხვაზე მისვლას და ჩვენების მიცემას.
ის ამბობს, რომ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ სამართლებრივი პროცესია.
„მე არ მინდა დავიჯერო, რომ ამ საქმეში პოლიტიკა ფიგურირებს. მე ამისგან ძალიან შორს ვდგავარ. თუ მე პოლიტიკურ დევნას ვიგრძნობ, ალბათ პირველი ვიქნები, ვინც ამას იტყვის,“ - აცხადებს დავით საგანელიძე.