12 იანვარი 2026,   02:56
ვრცლად
ბათუმში თეატრალური ფესტივალი იწყება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ბათუმში ორშაბათიდან იწყება. სპექტაკლები ღია ცის ქვეშ ბათუმის საჩოგბურთო კორტებზე გაიმართება.

თეატრალური ფესტივალი აჭარაში ჰიტ ბათუმის ფარგლებში ტარდება და არაერთ უცხოურ თეატრალურ კომპანიას მასპინძლობს. მათ შორისაა დასი ინდოეთიდან, ესპანეთიდან, შოტლანდიიდან და ბრიტანეთიდან.

უცხოელ თეატრალებს უერთდებიან ქართველებიც, სამეფო თეატრის, მარჯანიშვილის, მოძრაობისა და პანტომიმის თეატრების დასები.

 

ავტორი: მაია ლომიძე

დღის ამბები