"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გახდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, პარტიის პოლიტიკური მდივანი აირჩიეს. ამ პოზიციაზე მხოლოდ ერთი - აკაკი მინაშვილის განაცხადი იყო შესული.
აღნიშნულ თანამდებობას სერგო რატიანი იკავებდა, თუმცა ის პარტიის აღმასრულებელ მდივნად აირჩიეს, პოზიცია კი ვაკანტური იყო.