რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ ე.წ. სამეკავშირეო დოკუმენტთან დაკავშირებით ეუთოში მსჯელობა გაიმართა.
საქართველოს წარმომადგენლის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის განცხადებით, მუდმივი საბჭოს სხდომაზე დოკუმენტს ერთგვაროვანი და მკაცრი შეფასებები მოჰყვა.
ზალდასტანიშვილის განცხადებით, მხარეებმა რუსეთის ქმედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად და საქართველოს ანექსიად შეაფასეს.
საქართველოს ელჩის განცხადებით, ეუთოში აღნიშნული საკითხის განხილვა ახლა უკვე სამხრეთ ოსეთთან მიმართებით მიმდინარეობს.