ბრიუსელში NATO-საქართველოს სხდომა გაიმართა. სხდომა ქართული მხარის ინიციატივით შედგა და მასზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის ჩარჩო-დოკუმენტის შეთავაზება იყო.
NATO-ში საქართველოს ელჩის განცხადებით, სხდომაზე რუსეთის ქმედებები უარყოფითად შეფასდა.
ლევან დოლიძის განცხადებით, სხდომაზე NATO-ს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და დაგმეს რუსეთის ქმედებები.