სამართალდამცველებმა ერთი პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას მეტადონი, კოკაინი და ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.